2021-01-07 13:18:49
"ეს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულია" – ტრამპი ჯო ბაიდენისთვის ხელისუფლების გადაცემას დათანხმდა

იმის მიუხედავად, რომ არჩევნების შედეგებს არ ვეთანხმები, 20 იანვარს ძალაუფლების გადაცემა მოხდება – აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა ძალაუფლება ჯო ბაიდენს გადასცეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მას შემდეგ განაცხადა, რაც სენატმა ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება „პრეზიდენტობის ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასრულებას წარმოადგენს“.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ გავაგრძელებდით ჩვენს ბრძოლას იმის უზრუნველყოფისთვის, რომ ყველა კანონიერი ხმა დათვლილიყო. ეს წარმოადგენს საპრეზიდენტო ისტორიაში ყველაზე დიდებული პირველი ვადის დასასრულს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენს ბრძოლაში გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული". - თქვა მან.

ამავე თემაზე