2021-01-04 15:09:16
ბიზნესმა დაამტკიცა, რომ შეგვიძლია მუშაობა და არ არის აუცილებელი ყველაფერი ჩავკეტოთ –სურგულაძე

ბიზნესმა დაამტკიცა, რომ შეგვიძლია მუშაობა და არ არის აუცილებელი ყველაფერი ჩავკეტოთ, ყველაფერი ჩავრაზოთ და ადამიანები გავაღარიბოთ – ამის შესახებ განცხადება, ჯანდაცვის ექსპერტმა ვატო სურგულაძემ გააკეთა. მისი თქმით იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირებდნენ, მათ მიერ ყველა რეგულაცია გათვალისწინებული იყო. 

"ბიზნესმა თავის სიტყვა შეასრულა, ძალიან კარგად ჩემი აზრით. ბევრ შემთხვევაში ძალიან კარგად რეგულირდებოდა ნაკადები, ადამიანების რაოდენობა, იყო დაცული იგივე ნიღბის ტარების აუცილებლობა და კიდევ ერთხელ ბიზნესმა დაამტკიცა, რომ შეგვიძლია მუშაობა და არ არის აუცილებელი ყველაფერი ჩავკეტოთ, ყველაფერი ჩავრაზოთ და ადამიანები გავაღარიბოთ", - განაცხადა ვატო ზურგულაძემ ფორმულასთან საუბრისას

ამავე თემაზე