2020-11-27 19:23:32
ირანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 051 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ირანში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის  14 051 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 406 პაციენტი კი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში ინფიცირების 922 397 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 47 095 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე