2020-11-27 18:47:50
უმუშევრობისა და შიმშილობის ფონზე მთავრობის დახმარებები დამცინავია – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმდჯომარე ფადი ასლი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დახმარებებით მოსახლეობას ატყუებს, რადგან მთავრობა გაჭირვებული ადამიანებისთვის იმის 10%–საც არ იმეტებს, რაც საჭიროა:

"დახმარებები, ეს სრული სისულელეა, უაზრობაა. 200 ლარი დღეს 60 დოლარია, რაც რას ნიშნავს - მაგალითად ამერიკაში ადამიანები რომელბიც ამ პერიოდში კარგავენ სამსახურს, 2500 დოლარს იღებენ დახმარების სახით, გასაგებია, რომ საქართველოს შედარება ამერიკის ეკონომიკასთან არ გამოდის, მაგრამ დავთვალოთ GDP-პერ კაპიტაზე, იმისთვის რომ ჩვენი სიდუხჭირე თუ სიმდიდრე განვსაზღვოთ, მთავრობა ახლა 10-ჯერ მეტს უნდა აძლდევდეს ადამიანებს, ანუ 600$-ს ნაცვლად 60-ისა - ანუ ისინი იმის 10%-საც კი არ აძლევენ ადამიანებს რასაც უნდა ახლა გასცემდნენ, სიმბოლური თანხაც კი არ გამოდის. ეს სირცხვილია, ესაა რასაც აკეთებენ. ისინი არცხვენენ ადამიანებს, ისინი ატყუებენ მათ." – ამბობს ფადი ასლი.

ამავე თემაზე