2020-11-27 10:25:13
გეუბნებით, არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას, ეს ჩემი უფლებაა! - ჟაირ ბოლსონარუ

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.

„გეუბნებით, არ ვაპირებ ვაქცინის გაკეთებას, ეს ჩემი უფლებაა,“- აღნიშნა ბოლსონარუმ.

ბრაზილიის პრეზიდენტი პირბადეების, ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო მომავალი ვაქცინების მიმართ სკეპტიციზმს ხშირად გამოხატავს. მას არაერთხელ უთქვამს, რომ ბრაზილიელებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არ იქნება. რამდენიმე თვის წინ ბოლსონარუმ „ტვიტერზე“ მომავალ ვაქცინასთან დაკავშირებით იხუმრა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია მხოლოდ მისი ძაღლისთვის იქნება სავალდებულო.

ამავე თემაზე