2020-11-26 18:47:49
ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ ეს თარიღები. თვითონ მიდგომა არის არასწორი - კობერიძე

,,ლელო-ს" წევრი ლევან კობერიძე მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების დაწესებას უარყოფითად აფასებს.

"უცნაურ პრინციპზეა დაფუძნებული ეს ქმედებები და ღონისძიებების ჩამონათვალი. რაიმე მაჩვენებლებზე კი არ არის მიბმული, მაგალითად ეპიდემიის გავრცელების სიხშირეზე ან სიკვდილიანობის მაჩვენებელზე, არამედ რაღაც უცნაურად გამოცხადდა რაღაც დროებთან მიმართებაში - ახალ წლამდე, ახალი წლის შემდეგ, პირველ თებერვალს... ბარემ თავის დაბადების დღეებზე მოერგოთ ეს თარიღები. თვითონ მიდგომა არის არასწორი. ეპიდემია უკვე 1 წელია არის საქართველოში და არ დადგა ის დრო, რომ მთავრობა გამოდიოდეს და ამოგლეჯილად ჩამონათვალის გამოქვეყნების ნაცვლად, მონაცემებზე, პროგნოზზე დაყრდნობით კეთდებოდეს ახსნა, თუ რატომ შემოდის ესა თუ ის შეკეტვა", - განაცხადა კობერიძემ.

ამავე თემაზე