2020-11-26 10:33:34
არგენტინაში მარადონას გარდაცვალების გამო სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

BleacherReport-ის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, არგენტინელი დიეგო არმანდო მარადონას გარდაცვალების გამო, არგენტინის პრეზიდენტმა, ალბერტო ფერნანდესმა, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული მედიის თანახმად, მარადონას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ამავე თემაზე