2020-11-25 16:01:56
ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 172 935 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 172 935 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 146 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 12 591 163 შემთხვევა გამოვლინდა, 259 925 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე