2020-11-25 14:45:28
ანგელა მერკელის რეზიდენციის კარიბჭეს ავტომობილი შეეჯახა

ბერლინში, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის რეზიდენციის კარიბჭეს ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მანქანაზე წარწერები იყო დატანილი: „შეაჩერეთ გლობალიზაციის პოლიტიკა“ და „ბავშვების და მოხუცების წყეული მკვლელები ხართ“.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამავე თემაზე