2020-11-24 19:19:32
ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 169 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 169 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 889 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 12 420 868 შემთხვევა გამოვლინდა, 257 701 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე