2020-11-24 18:12:18
ბაიდენს გამარჯვ ება მივულოცე, ეს გლობალური პარტნიორობის ახალი დასაწყისია - ურსულა ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ მან პოსტი საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

"შესანიშნავი იყო საუბარი ამერიკი არჩეულ პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან. მას გამარჯვება მივულოცე. ეს არის ახალი დასაწყისი ევროკავშირსა და აშშ-ს გლობალური პარტნიორობისთვის. ძლიერი ევროკავშირისა და ძლიერი ამერიკის ერთობლივად მუშაობით, შეიძლება ჩამოყალიბდეს გლობალური დღის წესრიგი, რომელიც ემყარება თანამშრომლობას, მულტილატერალიზმს, სოლიდარობას და საერთო ღირებულებებს", - წერს ურსულა ფონ დერ ლეიენი. 

ამავე თემაზე