2020-11-23 10:25:10
აშშ-მა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად დატოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ღია ცის შეთანხმება“ ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, კეილ ბრაუნის განცხადებაშია აღნიშნული, 22 მაისს აშშ-მა „ღია ცის შეთანხმების“ მონაწილე ქვეყნებს შეთანხმებიდან გასვლის შესახებ აცნობა. 

„ღია ცის შეთანხმება“ 34 სახელმწიფოს აერთიანებს და ხელშეკრულების ფარგლებში, ამ ქვეყნების ავიაციას შეუძლია, სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა განახორციელოს. „ღია ცის შესახებ შეთანხმება“ 1992 წელს ჰელსინკიში გაფორმდა.

ამავე თემაზე