2020-11-23 10:20:29
აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყებას დეკემბერში გეგმავენ

აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყებას დეკემბერში გეგმავენ. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 60 მილიონს უახლოვდება. 

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, - აღნიშნა მონსეფ სლაუიმ CNN- სთან ინტერვიუში.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა, სავარაუდოდ, იანვარში დაიწყება.

თვითიზოლაციის წესების შეცვლას გეგმავს გაერთიანებული სამეფო. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირებისთვის თვითიზოლაცია სავალდებულო აღარ იქნება და მათ 7 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ტესტი ჩაუტარდებათ.

ამავე თემაზე