2020-11-22 12:31:56
არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გააცნო. მან მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით არსებული ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის თაობაზე.

21 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, დაიწყო შემაჯამებელი ოქმების საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის გადაცემის პროცესი; რის შემდეგაც, ოქმები იტვირთებოდა შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში.  21 ნოემბრის ღამის ათის ნახევრიდან დაიწყო ოქმების განთავსება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

„მიუხედავად იმისა, რომ მონაცემების გასაჯაროების პროცესში მცირე დროით დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, საარჩევნო ადმინისტრაციამ დროული რეაგირება მოახდინა და უმოკლეს ვადებში ყველასათვის ხელმისაწვდომი იყო მეორე ტურის წინასწარი შედეგები ალტერნატიული ფორმატით. აღსანიშნავია, რომ ჩვეულ ფორმატში შედეგები მალევე გახდა ხელმისაწვდომი. თუმცა, აღნიშნულის მიზეზები დამატებით დგინდება.

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა შემაჯამებელი ოქმების ატვირთვის და მონაცემების დამუშავების პროცედურები; ამ პროცესის ტრანსლირება კი როგორც ცესკოს ვებგვერდზე (cesko.ge), ისე კომისიის სოციალური ქსელების მეშვეობით ხორციელდებოდა. თითოეული შემაჯამებელი ოქმი ასახულია ვებგვერდზე და ამ დეტალურ მონაცემებზე წვდომა აქვს ყველას,“ განაცხადა ნათია იოსელიანმა.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები ყველა, - 2003 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით:

№1 - მთაწმინდა-კრწანისი: ბექა ოდიშარია - 91.57%; შალვა შავგულიძე - 8.43%

№2 - ვაკე: ელენე ხოშტარია - 6.28%; ნოდარ ტურძელაძე - 93.72%.

№3 - საბურთალო: დავით სერგეენკო - 89.92%; ალექსანდრე ელისაშვილი - 10.08%

№4 - ისანი: კახა კახიშვილი - 92.15%; ხატია დეკანოიძე - 7.85%

№5 - სამგორი: სოზარ სუბარი - 88.68%; ლევან ხაბეიშვილი - 11.32%

№6 - დიდუბე-ჩუღურეთი: გიორგი ვოლსკი - 89.95%; ზურაბ ჯაფარიძე - 10.05%

№7 - ნაძალადევი: მიხეილ ყაველაშვილი - 91.4%; შალვა ნათელაშვილი - 8.6%

№8 - გლდანი: ლევან კობიაშვილი - 89.36%; ნიკანორ მელია - 10.64%

№10 - თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი: ირაკლი ქადაგიშვილი - 88.83%; გიორგი ბოტკოველი - 11.17%

№11 - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი: შალვა კერესელიძე - 92,53%; ცეზარი ჩოჩელი - 7.77%

№12 - რუსთავი, გარდაბანი: ნინო ლაცაბიძე - 89.79%; დავით კირკიტაძე - 10.31%

№16 - ხაშური, ქარელი:  ზაალ დუგლაძე - 91.72%; ნატო ჩხეიძე - 8.28%

№21 - ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი: ბეჟან წაქაძე - 91.94%; კახა გეწაძე - 8.06%

№23 - ქუთაისი: ზაზა ლომინაძე - 91.92%; გრიგოლ ვაშაძე - 8.08%

№27 - ზუგდიდი: ირაკლი ჩიქოვანი - 93.88%; მალხაზ ჯალაღონია - 6.12%

№28 - ბათუმი: რესან კონცელიძე - 87.81%; ლევან ვარშალომიძე - 12.19%

№30 - ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო: ანზორ ბოლქვაძე - 88.19%; მიშა ბოლქვაძე - 11.81%

ამასთან, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური გაიმართა ქუთაისში, სადაც ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, იოსებ ხახალეიშვილს („ქართული ოცნება“) 92.02 პროცენტი აქვს (29 911),

გრიგოლი შუშანიას -7.98 პროცენტი, იოსებ ხახალეიშვილს კი- 92.02 პროცენტი (29911).

ამავე თემაზე