2020-11-20 19:43:27
ბურთი და პასუხისმგებლობა არის "ქართული ოცნების" მხარეს ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩენს პასუხისმგებლობას – ბაქრაძე

ბურთი და პასუხისმგებლობა არის მთლიანად "ქართული ოცნების" მხარეს და ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩენს პასუხისმგებლობას – ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.

"ასეთი გამოსავლის მოძებნას ცდილობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და დღეს დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა შეიძლება, იყოს გამოსავალი. ბურთი და პასუხისმგებლობა არის მთლიანად ქართული ოცნების მხარეს და ველოდებით, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გამოიჩენს პასუხისმგებლობას ამ ქვეყნის წინაშე და ისე, როგორც ოპოზიცია ფიქრობს, ისე როგორც ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ, ქართული ოცნებაც დაიწყებს ფიქრს გამოსავლის მოძებნაზე იმ კრიზისიდან, რომელშიც თავად შეუყვანა ქვეყანა. ველით აზრიან წინადადებას და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება ელემენტარულ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ამ ქვეყნის მომავლის წინაშე" - თქვა დავით ბაქრაძემ.

ამავე თემაზე