2020-11-20 18:46:15
"ქართული ოცნებისგან" ველოდებით კომპრომისულ წინადადებას - ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდისგან კომპრომისულ წინადადებას ელოდებიან, რადგან 2021 წელი ყველა თვალსაზრისით “ძალიან სახიფათო” იქნება.

როგორც ვაშაძემ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფასილიტატორებს ოპოზიციის მთავარი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია კიდევ ერთხელ მიაწოდა.

"ჩვენ ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ყველაზე მთავარი ოპოზიციის მოთხოვნებში არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტმატიმრები. "ქართული ოცნებისგან" ველოდები კომპრომისულ წინადადებას. 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით, გნებავთ ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური, საგარეო პოლიტიკური. ამიტომ რაც უფრო მალე ქართველები ერთმანეთში მოვნახავთ კომპრომისს, მით უკეთესი. ვერც ერთი ფასილიტატორი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს", - თქვა გრიგოლ ვაშაძემ. 

ამავე თემაზე