2020-11-20 18:07:47
შსს მედიას Live რეჟიმის შეწყვეტას სთხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვაჟა სირაძე მედიასაშუალებებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვები წერეთლის გამზირიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი.

„წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა მირკოსაფინანსო ორგანიზაციაში, ადგილზე იმყოფება პოლიცია. შენობაში არის 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებულია ფაქტზე ყაჩაღობით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონი ტარებით. მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, რომ შევწყვიტოთ პირდაპრი ჩართვები, ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და სამართალდამცავების სიცოცხლეს. ასევე, თავი შევიკავოთ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.

რაც შეეხება მოთხოვნებს და დეტალურ ინფორმაციას, ეტაპობრივად მოგაწვდით. მიმდინარეობს ღონისძიება“, - განაცხადა სირაძემ.

ამავე თემაზე