2020-11-20 17:24:15
ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისთვის – კალაძე

ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისთვის – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განახცადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხვალ 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური.

"მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების დიდ ნაწილში ოპოზიციური პარტიები აქტიურად მუშაობენ ხვალ ამომრჩევლის მობილიზებისთვის. აქედან გამომდინარე, გვინდა მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ჩვენს მხარდამჭერებს ისევე იაქტიურონ ხვალ, როგორი აქტიურობითაც გამოირჩეოდნენ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს მიერ დასახელებულ ღირსეულ კანდიდატებს, რომლებიც გამოირჩევიან ქვეყნის სიყვარულითა და პროფესიონალიზმით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე