2020-11-20 17:19:56
ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და პოლიტიკაშიც, დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ქვეყნისთვის – კალაძე

ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და, ასევე, პოლიტიკაშიც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ქვეყნისთვის – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განახცადა.

"მე პირადად, ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში და, ასევე, პოლიტიკაშიც და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ დააფიქსირა თავისი მოსაზრება, თუ როგორ სურს ნახოს მომდევნო პარლამენტი, სადაც ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, თუ ვინ რა რაოდენობით უნდა შევიდეს პარლამენტში. ასე რომ, დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას." – განაცხადა კალაძემ.

 

ამავე თემაზე