2020-11-20 17:08:42
ერთი ვარიანტი არის ის, რომ 2016 წლის პარლამენტს გაუგრძელდეს ვადა - ბურჯანაძე

ერთი ვარიანტი არის ის, რომ 2016 წლის პარლამენტს გაუგრძელდეს ვადა - "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თქმით, მან ევროკავშირის ელჩთან შეხვედრისას გამოსავლის ერთ-ერთ ვარიანტად მოქმედი პარლამენტის ვადის გაგრძელება დაასახელა. 

"მე, მაგალითად, ასეთი ვარიანტი შევთავაზე ბატონ ჰარცელს, ისეთი რომ არც "ქართულ ოცნებას" მოიწიოს იმის პირდაპირ აღიარება, რომ გააყალბა არჩევნები და ბუნებრივია არც ოპოზიცია დათმობს თავის პრინციპულ პოზიციას ხმების დაცვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ვარიანტი არის ის, რომ 2016 წელს არჩეულ, ანუ დღეს მოქმედ პარლამენტს გაუგრძელდეს ვადა, ამ გაგრძელებული ვადის პერიოდში დაინიშნოს ხელახალი არჩევნები გაზაფხულზე, ამავე ვადის პერიოდში 2016 წლის პარლამენტმა, სადაც ოპოზიცია უკვე არის წარმოდგენილი, იმუშაოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპოზიციაზე და ასევე, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე და ერთად წავიდეთ უკვე შემდეგ ახალ არჩევნებზე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თავმოყვარეობის საკითხია, ამდენი ვიძახეთ ყველამ არალეგიტიმურიაო, არალეგიტიმურ პარლამენტში როგორ უნდა შეხვიდე, რომ შეხვიდე ლეგიტიმურობა მოემატება შესვლით? ასე რომ ეს პრობლემაა,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

ამავე თემაზე