2020-11-20 17:06:23
შეთანხმების გარეშე პარლამენტში ხელაღებით შესვლას არც კი განვიხილავ – ვაშაძე

პარლამენტში ხელაღებით შესვლა, შეთანხმების გარეშე, მე ამ საკითხს არც კი განვიხილავ – აცხადებს, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროკავშირის ელჩის რეზიდენციის დატოვების შემდეგ.

"ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები მოგვიწოდებენ შეთანხმებისკენ, მოგვიწოდებენ კომპრომისებისკენ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი იმას, რომ ქართული ოცნების ხელში არის გადაწყვეტის მექანიზმი და არა ჩვენსაში. მე კვლავ დავაფიქსირე ის პოზიციები, რაც ვფიქრობ, რომ არაერთხელ დაუფიქსირებია ოპოზიციურ პარტიებს და პირდაპირ ვამბობს, რომ ჩემთვისაც, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკისა და ევროკავშირის პოზიცია, შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, მაგრამ აქვე პირდაპირ ხაზგასმით ვიტყვი, რომ პარლამენტში ხელაღებით შესვლა, შეთანხმების გარეშე, მე ამ საკითხს არც კი განვიხილავ". - თქვა მან.

ამავე თემაზე