2020-11-20 16:16:04
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურს არ დააკვირდება

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მე-2 ტურს არ დააკვირდება. ამის შესახებ განცხადება, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორმა ეკა გიგაურმა გააკეთა.

"ამის მიზეზი ის არის, რომ როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ დაკვირვებასტან დაკავშორებით, ჩვენ ვაკეთებთ ანალიზს, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნების დღის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეების უფლებები არ იყოს დარღვეული. ასევე, ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური პარტიების უფლებებიც არ დაირღვეს. 

ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობს არჩევნებში, შესაბამისად, მოლოდინი იმისა, რომ პარტიის უფლებები დაირღვევა, არ გვაქვს. არ ვთვლით საჭიროდ, რომ დავაკვირდეთ ამ არჩევნებს". - თქვა ეკა გიგაურმა. 

ამავე თემაზე