2020-11-20 15:55:44
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირება ხვალინდელი დღის - უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 21 ნოემბერს საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველა აქცია შეჩერებულია. ამასთან, მისი განმარტებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ აქცია არ გამართოს.

„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ გამოგვეხატა პროტესტი მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა დღეს, როდესაც დავსხედით საერთო აზრი წამოვიდა ასეთი, რომ ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო, მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურს, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას ვაძლევთ თითქოს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირება ხვალინდელი დღის.

საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველანაირი აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალურად რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ აქცია არ გამართოს. ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტია თვითონ მიიღებს, თუ სურს, რომ გააპროტესტოს. არანაირი ინდივიდუალური გეგმა არ არსებობს, შესაძლოა რეგიონებში ვიღაცამ გადაწყვიტოს, რომ გაპროტესტოს რაღაც ფორმით, მაგრამ დიდი აქციები ყველაფერი გავაუქმეთ”,- განაცხადა უდუმაშვილმა.  

ამავე თემაზე