2020-11-20 15:53:33
ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების მეორე ტურს არქმევს, იყოს სრული იგნორი - უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილება 21 ნოემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, პროცესის სრული იგნორირებაა. როგორც მან ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საერთო ოპოზიციური ფორმატის გადაწყვეტილებაა, არჩევნების მეორე ტურის პროცესის იგნორირება, თუმცა ცალკეულ პარტიებს შეიძლება ჰქონდეთ რაღაც აქტივობები. მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ მიიღონ მონაწილეობა ხვალ დაგეგმილ "ფარსში".

„საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების მეორე ტურს არქმევს, იყოს სრული იგნორი. რაც ხვალ მოხდება ფიქციაა. არ გვინდა ამომრჩეველთან რაიმე ტიპის კოლიზეაში შევიდეთ. ვაცნობიერებთ, რომ მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31 ში ჩადენილი გაყალბება „გააპრაონ“. ამიტომ, საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთადერთი სწორი რეაქცია ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ იგნორი. „ევროპული საქართველო“ საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების ერთგულია. არ მიიღოთ მონაწილეობა და გაუკეთეთ სრული იგნორირება ხვალ დაგეგმილ ფარსს“,-აღნიშნა უგულავამ. 

ამავე თემაზე