2020-11-20 13:42:12
რუსეთში COVID-19-ის 24,318 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 24,318 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი ინფიცირების 2,039,926 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 461 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 35,311 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამავე თემაზე