2020-11-20 12:34:48
„რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის - ჯანმო

კომპანია „გილიადის” მიერ შექმნილი პრეპარატის, „რემდესივირის“ მიღება ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის რეკომენდებული არ არის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მათი მდგომარეობა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ.

ორგანიზაციის განმარტებით, მათი დასკვნა ემყარება ოთხ საერთაშორისო კვლევას, რომელშიც კოვიდ 19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებული 7 000-მდე პაციენტი მონაწილეობდა და რომელმაც დაადასტურა, რომ „რემდესივირი“ არ ამცირებს პაციენტებში ლეტალობის შემთხვევებს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას, კლინიკური გაუმჯობესების დროს და სხვა მაჩვენებლებს.

ამავე თემაზე