2020-11-20 11:02:56
ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა. როგორც ჯორჯიის შტატის ვიცე-გუბერნატორმა, ბრედ რაფენსპერგერმა განაცხადა, შტატის ისტორიაში პირველმა აუდიტმა გამარჯვებულის ვინაობა დაადასტურა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, ბიულეტენები სულ 159 ოლქში გადათვალეს. შედეგად ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ხოლო ბაიდენმა 2 475 141.

თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, მცირე სხვაობა აძლევს საშუალებას ტრამპის იურისტებს, კიდევ ერთხელ მოითხოვონ ხმების გადათვალა, თუმცა ამჯერად სკანერების გამოყენებით.

ამავე თემაზე