2020-11-20 10:11:50
როცა ქმარი ცოლს სცემს, მეზობელს ხომ არ ვეყრდნობით? – კობახიძე საერთაშორისო დამკვირვებლებზე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნული შენიშვნების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„რუსთავი 2“-ის ეთერში შეკითხვაზე, თუ ყველაფერი კარგად არის, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში, რატომ გახდა ამდენი კითხვის ნიშანი, კობახიძე პასუხობს: „თუ ეჭვები არის გადათვლის პროცესთან დაკავშირებით, მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო ინფორმაცია“.

"თუ ეჭვები არის გადათვლის პროცესთან დაკავშირებით, მიზეზი შეიძლება იყოს არასათანადო ინფორმაცია. ჩვენ ხომ ფაქტებით უნდა ვისაუბროთ. ოჯახში როცა რაღაც დავა არსებობს, ხომ არ შეიძლება მეზობლის დასკვნას დავეყრდნოთ როცა ვიცით, რომ ქმარი სცემს ცოლს მაგალითად. მეზობელში ვიგულისხმე საერთაშორისო დამკვირვებელი, რომელსაც ვიღაც აწვდის ინფორმაციას. მთავარი ფაქტი ხომ ის არის ქმარმა ცოლი სცემა თუ არ სცემა. მე გეუბნებით, რომ ქმარს ცოლი არ უცემია, ეს რას ნიშნავს - მე გეუბნებით იმას, რომ ამ პროცესს აკვირდებოდა ყველა პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია. არის ეს პროცესი გამჭვირვალე თუ არა?", - თქვა კობახიძემ.

ამავე თემაზე