2020-11-19 19:54:46
თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო – ამის შესახებ განცხადება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ევროპა კიდევ ერთხელ არის პანდემიის ეპიცენტრი, აშშ-სთან ერთად. გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს, მაგრამ წინ რთული ექვსი თვე გველის. პირბადის ტარება პანაცეა არ არის და ამის გაკეთება სხვა ზომების დაცვასთან ერთად არის აუცილებელი. თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95 პროცენტამდე გაიზრდება, კარანტინი არ იქნება საჭირო“, – განაცხადა კლუგემ.

ამავე თემაზე