2020-11-19 15:03:41
პოლიციამ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ლ.მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, ქალაქ რუსთავში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 3 ავტომობილი გაქურდა, საიდანაც უკანონოდ დაეუფლა 2 აკუმულატორსა და მონიტორს. იმავე დღეს, ლ.მ.-მ რუსთავში, ერთი-ერთი მოქალაქის ბინის აივნიდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულმა მის მიერ რუსთავში მიმდინარე თვეში ჩადენილი კიდევ 3 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი აღიარა." – ნათქვამია განცხადებაში.

ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე