2020-11-19 13:53:50
რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია - მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა – ხუხაშვილი

რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია - მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა​ – ამის შესახებ განცხადება, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, ფორმულას გადაცემაში კომენტარი საუბრისას გააკეთა.

"რადგან ხელისუფლებას აქვს სუსტი ლეგიტიმაცია, რბილად რომ ვთქვათ, აქედან გამომდინარე და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ქვეყანას აქვს, გარდა პოლიტიკური კრიზისისა, პანდემიის მართვასთან დაკავშირებით იქნება ეს, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან დაკავშირებით თუ რეგიონში მიმდინარე სერიოზულ ძვრებთან, ვფიქრობ, რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალია", - ამბობს ხუხაშვილი.

მისი თქმით, მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, ერთიანობაა და ამის დარღვევის შემთხვევაში ხელისუფლება პარლამენტში შესულებსაც და გარეთ დარჩენილებსაც "მოგუდავს".

"მთავარი აქტივი, რაც ოპოზიციას აქვს, არის ერთიანობა. ერთიანობა თუ დაირღვა, ამ შეთხვევაში გინდა შესულან და გინდა - არა, მაინც მოგუდავს ხელისუფლება შესულებსაც და არ შესულებსაც. ეს არის ერთადერთი აქტივი, რისიც ეშინია ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, მუშაობს იმაზე, რომ რაღაცნაირად შეიტანოს ერთიანობაში არეულობა და დაქსაქსოს ძალები", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

ამავე თემაზე