2020-11-18 19:25:25
რუსეთში კორონავირუსის 20 985 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში 20 985 ახალი კოვიდინფიცირებული აღრიცხეს.

ვირუსს ბოლო ერთ დღეში 456 ადამიანი ემსხვერპლა. სულ კი ლეტალური შემთხვევები 34 387-ს აღწევს.

ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილია 1 991 998 შემთხვევა.

ამავე თემაზე