2020-11-17 12:39:12
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 442 ადამიანი ემსხვერპლა, რაც დღიური გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 22 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი ინფიცირების 1 948 603 შემთხვევაა დადასტურებული.

ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 33 931 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 1 453 849 პაციენტი.

ამავე თემაზე