2020-11-17 10:55:18
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა. ჯონ ჰოპკინისის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამ დროისთვის ინიფიცირებულთა საერთო რაოდენობა 55 021 938-ია, გამოჯანმრთელებულია 35 349 444 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია 1 327 228 პაციენტი. 

კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის ისევ ამერიკა ლიდერობს, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი პირველი ხუთეულია: ამერიკა, ინდოეთი, ბრაზილია, საფრანგეთი, რუსეთი.

საქართველოში ბოლო 24 საათის მონაცემები ჯერ არ განახლებულა.  

ამავე თემაზე