2020-11-16 19:24:11
ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ერევანში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქცია 17 ოპოზიციური პარტიის მიერაა ორგანიზებული.

აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრთან ერთად მთავრობის გადადგომას და ახალი, დროებითი მთავრობის ფორმირებასაც ითხოვენ.

თავად ნიკოლ ფაშინიანმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და ახლა მის დღის წესრიგში მხოლოდ სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

ამავე თემაზე