2020-11-13 10:04:53
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენს მოსამართლე დღეს გამოაცხადებს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, კერძოდ, სამი არასრულწლოვნის ეპიზოდზე განაჩენს მოსამართლე დღეს გამოაცხადებს.

დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, ამიტომ მათ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.

ამავე თემაზე