2020-11-12 11:36:37
ვაქცინის შესახებ მოლოდინები, იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-იანს ხელახლა დაუბრუნდებ – მაჭავარიანი

ვაქცინის შესახებ მოლოდინები, იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5%-იანს ხელახლა დაუბრუნდებ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას 2021 წლისთვის, სავალუტო ფონდმა ოდნავ შეამცირა პროგნოზი, სულ ცოტა ხნის წინ 5%-იან ზრდას ვვარაუდობდით, თუმცა 4.3%-ზე ჩამოვწიეთ. ეს არის გამწვავებული პანდემიის ფონზე როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, რაც ნიშნავს, რომ ჯერჯერობით შენარჩუნებდა ის შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკაზე აისახება სხვადასხვა ქვეყანაში, პირველ რიგში კი საერთაშორისო მიმოსვლას და საერთშორისო ვაჭრობას უშლის ხელს. თუმცა ამავდროულად, დამაიმედებელი ინფორმაცია მოდის ყოველდღიურად ვაქცინის შესახებ, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ხელახლა დაუბრუნდება 5%-იანს“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე