2020-11-10 11:26:47
მკვლელობა ბათუმში – 40 წლამდე ქალის ცხედარი საკუთარ ბინაში იპოვეს

ბათუმში მკვლელობა მოხდა. მელიქიშვილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში 40-წლამდე ასაკის ქალი იპოვეს გარდაცვლილი. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ქალს მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები. მკვლელობის მოტივი და დეტალები უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის, ბრალდებული დაკავებული არ არის.

ამავე თემაზე