2020-10-27 19:47:00
გუშინდელი ოპერაცია, რომელიც ესებუას და მისი ძმის სახლებში ჩატარდა, იყო სპექტაკლი, რომელიც ბევრი გვინახავს სააკაშვილის მმართველობის პირობებში – ხიდაშელი 

გუშინდელი ოპერაცია, რომელიც ესებუას და მისი ძმის სახლებში ჩატარდა, იყო ჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელიც ბევრი გვინახავს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში და ამჯერად, ანალოგიურად გაიმეორა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც – ამის შესახებ განცხადება, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საუბრისას გააკეთა.

ხიდაშელის თქმით, ხელისუფლებას მომენტი „ხელიდან გაეპარა, ტყეში დაემალა, დაეკარგა, რომელიღაც ხის უკან დადგა და მან ვეღარ დაინახა“.

„საერთოდ არ მაქვს არანაირი რწმენა, რომ სიმართლეა ესებუას დამნაშავეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თითქმის 5 დღე გავიდა და საქართველოს ხელისუფლებას ერთი სიტყვა არ უთქვამს საკუთარი მოსახლეობისთვის თუ რა მტკიცებულებებით დასტურდება და დგინდება, რომ ის იგივე ადამიანია, რომელსაც ჩვენ 21 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ვუყურებდით. გუშინდელი ოპერაცია, რომელიც ესებუას და მისი ძმის სახლებში ჩატარდა, იყო ჩვეულებრივი სპექტაკლი, რომელიც ბევრი გვინახავს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პირობებში და ამჯერად, ანალოგიურად გაიმეორა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც. ის ერთადერთ ამოცანას ემსახურებოდა - ეჩვენებინა, რომ მოქმედებდნენ და გაჩერებულები არ არიან,“,- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამავე თემაზე