2020-10-27 15:24:01
ზელენსკის პარტია მერის არჩევნებში უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქშიც დამარცხდა

წინასწარი შედეგებით, ვლოდიმირ ზელენსკის პარტია მერის არჩევნებში უკრაინის უმსხვილეს ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქშიც დამარცხდა. ქვეყანაში ხმების დათვლა გრძელდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების საბოლოო შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუმცა ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, უკრაინის საოლქო ცენტრების უმეტეს ნაწილში მერების არჩევნების შედეგებს მეორე ტური განსაზღვრავს, რომელიც სამ კვირაში გაიმართება.

ამავე თემაზე