2020-10-26 14:57:05
ჯაჭვლიანთან არანაირი საქმე არ მაქვს, არც მქონია არასდროს და არც მექნება მომავალში – კალაძე
თბილისის მერმა კახა კალაძემ, სიცრუე და ცილისწამება უწოდა, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, თითქოს კალაძის ცოლის ძმა მას დაემუქრა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვა.
კალაძის განცხადებით ის ასეთი ცილისწამების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანთან შეხვედრას არ აპირებს.
"ეს არის სიცრუე, ძალიან დიდი ტყუილი და ცილისწამება და არ ვიცი, ამ სიბინძურესთან დაკავშირებით, რასაც ეს ადამიანი ეწევა, რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მას ჩემთან შეხვედრის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა ამ გამოსვლების და რაღაც ცილისწამების ხარჯზე მე ნამდვილად არ ვაპირებ მასთან შეხვედრას, არანაირი საქმე არ მაქვს, არც მქონია არასდროს და არც მექნება მომავალში", - განაცხადა კალაძემ.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები