2020-10-22 19:59:47
როცა გაიგო ტელევიზიის ეთერში რა კამპანია იყო აწეული ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“– კვარაცხელია

როცა გაიგო ტელევიზიის ეთერში რა კამპანია იყო აწეული ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“– ამის შესახებ განცხადება, ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისას აყვანილმა ერთ-ერთი მძევალმა, ირაკლი კვარაცხელია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ საუბრისას გააკეთა.

„მას ნამდვილად არ უკითხავს ჩემთვის ჩემი პარტიული კუთვნილება, ის კი არა, როცა გაიგო ტელევიზიის ეთერში რა კამპანია იყო აწეული ჩემს მიმართ, მითხრა: „შენ ძმაო, მაგრად „დაგერხა“, ვის ხელში ხარ ჩავარდნილიო“. როცა პოლიტიკური ბრალდებები იყო ოპოზიციის ან პოზიციის მხრიდან ერთმანეთის მიმართ და ამას ვუსმენდით, ამაზე გააკეთა ასეთი კომენტარი, რომ აი, ხომ ხედავთ, არავის თქვენ არ აინტერესებთ და ერთმანეთის გინების მეტი არაფერი აინტერესებთო,“- განაცხადა კვარაცხელიამ.

ამავე თემაზე