2020-10-22 16:08:21
2020 წლის მეორე კვარტალში სამსახური 15 600 ადამიანმა დაკარგა – ISET

2020 წლის მეორე კვარტალში სამსახური 15 600 ადამიანმა დაკარგა, საიდანაც 11% კაცია, ხოლო 89% ქალი - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) მორიგ კვლევას აქვეყნებს.  ISET-ის კვლევის მიხედვით, საერთო ჯამში ეკონომიკამ 43.800 დაქირავებული მუშახელი დაკარგა,  9.600 ადამიანი გახდა თვითდასაქმებული, ხოლო 15 600 ადამიანი უმუშევარია.

"აღსანიშნავია, რომ II კვარტლის უმუშევრობის სტატისტიკა შეიცავს ერთ საინტერესო ფაქტს: 15,600 ”ახალი” უმუშევრიდან, 13,9 ათასი (89%) ქალია და მხოლოდ 1,7 ათასი (11%) კაცია. ამრიგად, 2019 წლის II კვარტალთან შედარებით, მამაკაცებში უმუშევრობის დონე მხოლოდ 0,1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ქალებში კი – 1,8 პროცენტული პუნქტით",- ნათქვამია კვლევაში. 

აღნიშნული ციფრების ძირითად გამომწვევ მიზეზად ISET პანდემიას ასახელებს. 

"სავარაუდოდ, პანდემიის შედეგად დაზარალდნენ ის სექტორები, სადაც უმეტესად ქალები იყვნენ დასაქმებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ძნელია, ზუსტად შევაფასოთ ეკონომიკური აქტივობების შეჩერების გავლენა ეკონომიკაზე, სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად დაზარალდა მომსახურების სექტორი. ხოლო ტრანსპორტმა (გადაზიდვებმა), მშენებლობამ და სოფლის მეურნეობამ, შეზღუდულად, მაგრამ განაგრძეს მუშაობა.",-აღნიშნულია კვლევაში.

ამავე თემაზე