2020-10-22 14:07:07
სისტემა რომ სუსტია, ფაქტობრივად, გუშინ მათ ეს დაადასტურეს, ძალიან სახიფათო ფორმით – ხუხაშვილი

სისტემა რომ სუსტია, ფაქტობრივად, გუშინ მათ ეს დაადასტურეს, ძალიან სახიფათო ფორმით – ამის შესახებ განცხადება, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, გუშინ ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას.

"იმედია, დააკავებენ იმ ადამიანს, სხვანაირად, კიდევ უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება იქნება შესაძლებელი. შეიძლება, ეს გახდეს პრეცედენტი, რომლის შედეგად, მივიღებთ უარეს პროცესებს. პრევენცია, შიში კრიმინალში, რომ ასეთი ჰოლივუდის ტიპის ოპერაციები არ განხორციელდეს, გამქრალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკრეტული გმირების მაგალითები ვიხილეთ, იგივე პოლიციელის მხრიდან. სისტემა რომ სუსტია, ფაქტობრივად, გუშინ მათ ეს დაადასტურეს, ძალიან სახიფათო ფორმით", - ამბობს გია ხუხაშვილი. 

ამავე თემაზე