2020-10-21 16:10:20
თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ

ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ. 

ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი ფორმულას დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ოთახში დაახლოებით 20 მძევალია. მისივე ცნობით, სულ სამი თავდამსხმელია. 

მძევალი ასევე ყვება, რომ თავდამსხმელებს სამხედრო ფორმა აცვიათ და მათ რამდენჯერმე გაისროლეს. სავარაუდოდ, ერთი პირი მსუბუქად დაჭრილია. 

 

 

 

ფოტო:"მთავარი არხი"

ამავე თემაზე