2020-10-20 18:24:04
ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი - ბიზნესმენები გიორგი გახარიას შეხვდნენ

დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბიზნესმენები შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე "ვისოლ ჯგუფისა" და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ, თქვა, რომ მან პრემიერი გაამხნევა.

"ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით პრემიერს, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. კი, ჩვენ ვამხნევებდით, ბუნებრივია. მაგრამ პირდაპირ გვითხრა, რომ - გამხნევებული ვარ, კარგად ვარ, ფორმაში ვარ - ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინარულ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს", - ამბობს სოსო ფხაკაძე.   

ამავე თემაზე