2020-10-20 17:40:14
ვიშრომებთ და შემოსავალი გვექნება ჩვენს ქვეყანაში და თუ შოპინგზე სიარულია, ყველა ვივლით და არა კალაძე, მისი ცოლი – სააკაშვილი

ვიშრომებთ და შემოსავალი გვექნება ჩვენს ქვეყანაში და თუ შოპინგზე სიარულია, ყველა ვივლით და არა კალაძე, მისი ცოლი – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში საუბრისას გააკეთა.

"ჩემი ამოცანაა, რომ ჩვენ შეგვეძლოს ჩვენს შვილებს მივცეთ მართლაც საუკეთესო განათლება, არამარტო ივანიშვილის შვილს, არამარტო ამ მთავრობის წევრების შვილებს. ისინი მარტო თავიანთ შვილებს აძლევენ განათლებას, ისინი ევროპაში დადიან საშოპინგოდ და თქვენ გაგზავნიან ევროპაში დღე და ღამე ძალიან დაბალ შემოსავალზე საშრომელად

ჩვენ ვიშრომებთ და შემოსავალი გვექნება ჩვენს ქვეყანაში და თუ შოპინგზე სიარულია, ყველა ვივლით და არა კალაძე, მისი ცოლი და... არავის არ მინდა პიროვნული შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ თქვენ რითი ხართ ნაკლები, თქვენ რატო უნდა იყოთ დაჩაგრულები, ნუთუ თითოეულმა თქვენგანმა თქვენი ნიჭით და შრომით არ დაიმსახურა იგივე?!" – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ამავე თემაზე