2020-10-20 16:58:12
ჩვენ ივანიშვილის დამარცხების შემდეგ დავიწყებთ ძალიან სწრაფი ნაბიჯების გადადგმას და კოვიდ-19 მართვის სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც 4 პუნქტისაგან შედგება -კაპანაძე

"ევროპული საქართველოს" წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა, 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.

ევროპული საქართველო ემზადება იმისთვის, რომ 1 ნოემბრიდან უკვე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მას მერე  რაც ქართული ოცნება და ივანიშვილი დამარცხდება დავიწყებთ ძალიან სწრაფი ნაბიჯების გადადგმას და კოვიდ-19 მართვის სტრატეგიის განხორციელებას, რომელიც 4 პუნქტისგან შედგება.

სწრაფი რეაგირების შედეგი იქნება მაქსიმალური სიმშვიდე მოსახლეობის, რომ პანიკა არ იყოს, რაც დღეს ამ ხელისუფლების პირობებში ხდება.

მეორე, ეს იქნება ეფექტური ზრუნვა, ანუ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რათა ჰოსპიტალური სექტორი იყოს მზად პაციენტების მზარდი რაოდენობისთვის.

მესამე, ეს არის პრევენცია, ანუ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავის ვირუსის შეყრისგან.

მეოთხე, ეს არის კონკრეტული ეკონომიკური გეგმა, როგორ იქნას დაძლეული ის გამოწვევები, რაც გამოიწვია კოვიდმა და ხელისუფლების უმოქმედობამ.

ამიტომ, ჩვენი სტრატეგია იქნება ამ 4 პუნქტზე დაფუძნებული და ყველაფერს ვიზავთ, რათა ეს მალე განხორცილდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ვიცით, რომ ვირუსის პიკი უწევს დეკემბერში და ამ ხელისუფლების პირობებში, რა თქმა უნდა, მათი დარჩენა იქნება სრული კატასროფა, ამიტომ ისინი აუცილებლად დამარცხდებიან და ამ ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები.“ -განაცხადა კაპანაძემ.

ამავე თემაზე