2020-10-20 16:19:27
დიდი ცოდნა არ სჭირდებოდა იმის გათვლას, რომ როდესაც დაიწყებოდა ის ტალღა, რისი მომსწრენიც ეხლა ვართ, გადაიტვირთებოდა ცხელი ხაზი - ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველოს" წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა, 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა ცხელი ხაზის გამართულობის, პირბადის ტარების აუცილებლობისა და საკარანტინე ზონებში იმ ადამიანების გადაყვანის აუცილებლობაზე, რომლებიც რისკ-ჯგუფში შედიან და არ აქვთ თვითიზოლაციის შესაძლებლობა.

 „ჩემს უკან არის 112, აქ ვართ ზუსტად იმიტომ, რომ დიდი ცოდნა არ სჭირდებოდა იმის გათვლას, რომ როდესაც დაიწყებოდა ის ტალღა, რისი მომსწრენიც ეხლა ვართ, გადაიტვირთებოდა ცხელი ხაზი და ამას სჭირდებოდა ელემენტალური მენეჯმენტი იმისათვის, რომ ეს გაკეთებულიყო და ამიტომ, მე ეხლა წარმოგიდგენთ დაუყონებლივ გადასადგმელი ნაბიჯების გეგმას, ის რაც გასაკეთებელია:

ცხელი ხაზიც და პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება არის სწრაფი რეაგირებისთვის აუცილებელი. საზოგადოებაში ჩვენ ვხედავთ მომატებულ შფოთვას, როდესაც სეზონური გრიპის პირობებში ადამიანებმა არ იციან  კორონავირუსი სჭირთ, თუ ეს უბრალოდ სეზონური გრიპია და იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეინარჩუნოს სიმშვიდე, ამას სჭირდება სწრაფი რეაგირების მექანიზმი.

ასევე საჭიროა, რომ პირბადეების ტარება გახდეს სავალდებულო, რათა შევაჩეროთ გადაცემის სიჩქარე.

საჭიროა რისკის-ჯგუფში შემავალი ადამიანების დაცვა. აუცილებელია, რომ რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანები, რომელთაც არ აქვთ თვითიზლოაციის შესაძლებლობა, განთავსდნენ  საკარანტინო სივრცეებში.ეს სივრცეები არა ინფიცირებულთა ჩასაკეტად, არამედ პირიქით, რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების დასაცავად უნდა გამოიყენებოდეს. ეს რა თქმა უნდა უნდა იყოს ნებაყოფლობითი.“ - განაცხდა ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე