2020-10-20 16:16:05
ბოკერიას თქმით,  ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის, თავის ქებითა და თვითკმაყოფილებით იყო დაკავებული

"ევროპული საქართველოს" წევრებმა, გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ვახტანგ კალოიანმა, 112-ის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს და ის კონკრეტული გეგმა წარადგინეს, რაც ქვეყანას მძიმე ეპიდსიტუაციის მართვაში დაეხმარება. ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი უხელმძღვანელებენ.

„ევროპული საქართველო კოვიდპანდემიის დაწყების მომენტიდანვე ძალიან მწვავე დისკუსიასა და პოლიტიკურ დაპირისპირებაში იყო ივანიშვილის  გუნდთან იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით რაც უნდა გადაედგა და არ უნდა გადაედგა მთავრობას ასეთი გამოწვევის დროს. ეს ახსოვს ყველას ვინც ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს.

ჩვენ ვთვლით, რომ მათი მხრიდან გადასახადების არ დაწევა და საშუალო კლასისა და გაჭირვებულების არ დახმარება არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა და ამას აგრძელებენ დღესაც და ჩვენ მოწოდებებს ყურად არ იღებენ გადასახადების დაწევასთან დაკავშირებით, არ ცვლიან კურსს.

ჩვენ ასევე გვქონდა მწვავე კრიტიკა ჯანდაცვასთან და შეზღუდვებთან დაკვშირებით, იმ ნაბიჯების მიმართ რაც გადადგა ივანიშვილის გუნდმა. ჩვენ ვთვლიდით, რომ მათ დისპროპორციულად, დრაკონულად დაკეტეს ქვეყანა და არასაჭირო, უმძიმესი ზიანი მიაყენეს ქვეყანას და მოქალაქეებს, ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა ამ პერიოდში, მრავალ ოჯახს დაუმძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა, კომენდანტის საათი, ცოლ-ქმრისთვის გვერდი-გვერდ ჯდომა მანქანში, იყო აბსურდული, ასევე ქუჩების მორეცხვა და ონლაინ ვაჭრობის შეზღუდვა. ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს,  რაზეც საზოგადოებაში არავინ არ დაობდა ,ეს იყო რომ ჩაკეტვა ვერ გაგრძელდებოდა უსასრულოდ, რადგან ვერცერთი ქვეყანა ამას ვერ გაუძლებს და კიდევ ნათელი იყო, რომ ვირუსი არსად არ გაქრებოდა. ჩაკეტვის ეს თვეები, რომლებიც ასევე ეპიდემიოლოგიურად იყო უსაფრთხო, უნდა გამოყენებულიყო ქვეყნის მომზადებისათვის, იმ მომენტისთვის, როცა გაიხსნებოდა ეკონომიკა და ისევ იქნებოდა მატება დაინფიცირებული ადამიანების.

ეხლა ჩვენ ვხედავთ ძალიან მძიმე სურათს, ძალინ სახიფათო სურათს და ვხედავთ, რომ არაფერი ივანიშვილის გუნდს ამ თვეების განმავლობაში არ გაუკეთებია, იმისთვის, რომ მომზადებულიყო ამ მდგომარეობისთვის. ეხლა საუბრობენ კოვიდ საწოლებსა და საველე ჰოსპიტალებზე, ეხლა აღმოაჩინეს, რომ ცხელი ხაზი შესაძლოა გადაიტვირთოს და ეხლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს. მთელი ეს თვეები გამოიყენეს თავისი თავის ქებისთვის, თვითტკბობისთვის, დამუნათებისთვის ყველასი, ჟურნალისტებით დაწყებული პოლიტიკური ოპონენტებით თუ ექსპერტებით გაგრძელებული, ვინც კითხვებს სვავდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს და ამათ ხელში დატოვება ამ სერიოზული გამოწვევის იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის.

ჩვენი საერთო ეროვნული ამოცანა სწორედ ამიტომ არის ამ ხელისუფლების შეცვლა, გარდამტეხი ცვლილებების მოტანა და სწრაფად იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც დამნაშავე ივანიშვილის გუნდმა არ გააკეთა.

"ევროპული საქართველო", როგორც პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც ემზადება ამ გარდამტეხი ცვლილებებისათის, სწორედ ამ ნაბიჯების კოორდინაციით არის დაკავებული. ჩვენ შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებენ ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვახტანგ კალოიანი, ორი ადამიანი, რომელთაც აქვთ როგორც საექსპერტო ცოდნა, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ იმ კონკრეტულ ნაბიჯენზე, რაც აუცილებელია გადაიდგეს , რათა ჩვენ ამ უმძიმეს ვითარებას, რომელიც ივანიშვილმა და მისმა გუნდმა კიდევ უფრო დაამძიმა, გავუმკლავდეთ როგორც ქვეყანა ამ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ.“ - განაცხადა ბოკერიამ.

ამავე თემაზე